RSS

ლეილა იძულებით გათხოვილი

arab-woman-with-veil1ქუჩაში სიარულისას გაზეთის ჯიხურების თვალიერება მიყვარს. ადგილის, სადაც ჟურნალ-გაზეთებსა და წიგნებს ყიდიან. იმ დღეს ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა წიგნის სათაურმა მიიპყრო. “ლეილა იძულებით გათხოვილი” ეწერა წიგნს და ქალების ჟურნალ “დაქალს” მოყვებოდა. ამ ჟურნალის მკითხველი არ ვარ, თუმცა წიგნმა დამაინტერესა. სამწუხაროდ იმ დღეს ფული თან არ მქონდა და წიგნი ვერ ვიყიდე, მეორედ კი ვეღარსად ვნახე. სათაურმა იმდენად დამაინტერესა, რომ წიგნის ძებნა ყველგან და ყველასთან დავიწყე. ბოლოს ერთ ნაცნობს აღმოაჩნდა და საბედნიეროდ “ლეილა იძულებით გათხოვილი” ჩემს ხელებში აღმოჩნდა. წიგნში ნამდვილი ამბავია მოთხრობილი, თუმცა ავტორი მითითებული არაა, მთავარი გმირი თავად ავტორია.
წიგნი ერთ არაბ გოგონაზეა, რომელიც სიყვარულით გათხოვებაზე ოცნებობდა, თუმცა ოჯახის, კერძოდ კი, მამის სურვილითა და მოთხოვნით 15 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს. ლეილას ბავშვობიდანვე ტანჯული ცხოვრება გათხოვების მერეც არ შეცვლილა. საბედნიეროდა ლეილამ მოახერხა გიჟი ქმარისა და დედამთილისგან თავის დაღწევა და თავისუფლების მოპოვება. წიგნის უკანა ყდაზე წერია შემდეგი:
საფრანგეთში ყოველწლიურად 50000 გოგონა იძულებითი ქორწინების მსხვერპლია. ასეთი ქორწინება მახინჯი ტრადიციაა და მშობლების ინტერესებს ემსახურება……

“ოცი წლის ვიყავი და სიყვარულით გათხოვებაზე ვიცნებობდი”…….

კაცი, რომელიც თვალით არ უნახავს, მასზე თხუთმეტი წლით უფროსია, არ მოსწონს, არ უყვარს და მაინც აიძულეს მითხოვებოდა.

“მამაჩემმა მითხრა: შენი ქმარი ის ქინება და სხვა არავინ, და მასთან ბედნიერად იცხოვრებ”.

ქორწინების შესახებ გარიგება, მაროკოში შედგა და საფრანგეთში იურიდიულად გაფორმდა.

-დიახ!–ისეთი ხმით ვთქვი, მე რომ არ მეკუთვნოდა, მამაჩემის მრისხანე მზერის თანხლებით ხელი მოვაწერე საბუთს, რომელსაც ცრემლიანი თვალებით წესიერად ვერც კი ვარჩევდი”.

იმ კაცმა სცემა და მისი დამორჩილება სცადა. არნახული გამბედაობის წყალობით, ლეილამ იბრძოლა და თავისუფლება, ღირსება შეინარჩუნა. დღეს ის ქმართან აღარ ცხოვრობს.

Advertisements
 
2 Comments

Posted by on April 23, 2013 in წიგნები

 

„ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება” – დეილ კარნეგი

 
Leave a comment

Posted by on April 12, 2013 in ბლოგ-ციტატა

 

მწარე რეალობა

hfgh

 

 
Leave a comment

Posted by on April 12, 2013 in სურათები

 

მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა

„მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა“ – ალბათ გეცნოთ ეს სიტყვები, მუხრან მაჭავარიანის შესანიშნავი ლექსიდან, ლექსიდან, რომელიც ზედგამოჭრილია დღევანდელი ქართველებისთვის (ძირითადად ახალგაზრდებს ეხება). ლექსისგან განსხვავებით დღეს ჩვენი თაობა ინგლისურად მეტყველებს. როცა ქართულის ნაცვლად ინგლისურად საუბრობ, ვიცი ეს რისი ბრალიც არის, მაგრამ რა საჭიროა „მატრაკვეცობა“? დიახ, „მატრაკვეცობა“, თუმცა ქართველებს ეს თვისება გვახასიათებს.

ჯერ იყო და ჩვენი მშობლების დროს რუსული იყო „მოდაში“ და რუსულ ენაზე თუ საუბრობდი ინტელიგენტი იყავი, ეხლა კი ქვეყანა ინგლისურმა წალეკა. მაგრამ ვაი რო ინგლისურმა, არც იციან, ორ სიტყვას დაიზეპირებენ და უკვე „მეტიჩრობენ“. ქუჩაში ისე ვერ გაივლი ინგლისური ბანერი რომ არ დაინახო, ყველა მაღაზიას თუ შენობას ქრათულთან ერთად ინგლისურადაც აწერია, ზოგს კი მარტო ინგლისურად. კი ბატონო, კარგია ევროპაც და დასავლეთიც მაგრამ ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კულტურა, საგანძური, ქართული საოცარი ენა, უამრავი სიტყვები და რატომ „ვიტყლარჭო“ ინგლისურით???

იმას არ ვამბობ, რომ ცუდია ინგლისური, არ ვისწავლოთ, პირიქით უცხო ენები მეც მიყვარს, და ვდილობ რამდენიმე ენა ვისწავლო, მაგრამ ეს ცოდნა სხვაა და რაღაც სულელური ქცევები სხვაა, რომლის დამკვიდრებასაც დღეს ცდილობენ.

ნუთუ ქარულ ლექსიკონში სიტყვების მარაგი გამოილია? მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ ქვეყანაში ქართულ სიტყვებს რა გამოლევს?

საქართველო

როგორც ოტია იოსელიანმა თქვა: – მე შენ გეტყვი, მდიდარი ენა არ გვაქვს, თუ სიტყვები გვაქვს საძებარი?! ეგ გვაქვს და ფასი არ ვიცით ამ საგანძურის. „ვეფხისტყაოსანში“ რაც სიტყვებია, არ გვყოფნის საწერად და სალაპარაკოდ?! რასაც ის არ ხმარობს, ჩვენ რატომ ვხმარობთ, თუკი იმ გენიოსს არ დაჭირვებია?!

დაბოლოს, ჩვენი უბედურება ესაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა რომ გვიყვარს.

 
Leave a comment

Posted by on April 8, 2013 in სხვადასხვა

 

რა არის ტრადიცია?

ერთ ევროპელს უთქვამს: „ტრადიცია მხოლოდ იმას როდი ნიშნავს, რომ ერთი თაობა ბრმად და ერთგულად ბაძავდეს წინა თაობას. ტრადიცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ისტორიის შეგრძნებას, როცა წარსული არა მარტო წარსულად უნდა აღვიქვათ, არამედ თანამედროვეობადაც”. ზოგადად ტრადიცია ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული ადათ-წესებია, მაგრამ როგორ ვხედავთ და აღვიქვამთ ჩვენ ტრადიციას სინამდვილეში, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე?

დღეს ტრადიცია სალაზღანდარო ტერმინად არის გადაქცეული, ყველა ვისაც რამე არ მოსწონს სიტყვა „ტრადიციას“ მიაკერს და დაიწყებს მის გაკიცხვას, სინამდვილეში კი სიტყვის მნიშვნელობაც არ იცის.  ტრადიციის საშუალებით, ჩვენ კავშირი გვაქვს წარსულთან, თუმცა გადმოგვაქვს დღევანდელობაში და გადავცემთ მომავალ თაობებს.

მართალია ახალგაზრდა თაობა ტრადიციას მოძველებულ ფორმას უწოდებს და ცდილობს მათ „გადაგდებას“, მაგრამ ეს საერთო აზრზე არ მოქმედებს.

ტრადიცია ეს რეალობაა, ჩვენი შთამომავლობისაგან გადმოცემული კულტურული საგანძური.Image

დღეს ყველა ევროპისკენ მიისწრაფვის და ცდილობს მათ მიბაძოს. კარგია როცა რაღაც კარგისკენ ისწრაფვი მაგრამ მედალს ორი მხარე აქვს. დასავლეთისგან კარგი უნდა ვისწავლოთ თუმცა ჩვენი „ეროვნულიც“ არ უნდა დავივიწყოთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს თუ ვისი გორისა ვართ.

 
2 Comments

Posted by on March 20, 2013 in Uncategorized

 

აბა დავიწყოთ :)

ყველას მოგესალმებით 🙂 როგორც იქნა დავადგი საშველი და ბლოგი გავაკეთე 🙂 მინდა მოკლედ მოგიყვეთ ჩემს შესახებ. სტუდენტი, მომავალი ჟურნალისტი. დავიბადე ზაფხულში, თუმცა ზაფხულზე არ “ვგიჟდები”, წელიწადის ოთხივე დრო მიყვარს – ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. მიყვარს ფიქრი ყველასა და ყველაფერზე. მეგობრებთან გიჟი და მხიარული, უცნობებთან კი ძალიან სერიოზული 🙂 მიყვარს ფილმებისა და ფეხბურთის ყურება, წიგნების შესახებ ბლოგების კითხვა, მარტოყოფნა, თუმცა მარტოსული არ ვარ 🙂 ძალიან მინდა მოგზაურობა ყველგან, ყველა ქვეყანაში, სადაც კი შევძლებ და მომიხერხდება, თუმცა ჯერ ჩემი სამშობლო – საქართველო უნდა მოვიარო და ბოლომდე შევიცნო ეს ულამაზესი მხარე 🙂 კი ნამდვილად პატრიოტი ვარ. ჯერ-ჯერობით კი სულ ეს იყო, Imageჯერ ახალი ვარ და იმედია შევეჩვევი აქაურობას 🙂 

 
4 Comments

Posted by on March 15, 2013 in Uncategorized